შაჰაბაზა და სხვა მოთხრობები

ზაირა არსენიშვილი

₾ 11.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941373756
გვერდები 216
ფორმატი 14.50/21.50
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ქართველი მწერალი, ზაირა არსენიშვილი (1930-2015) ძირითადად რომანებითაა ცნობილი, მაგრამ ის მოთხრობების, სცენარებისა და პიესების  ავტორიცაა.

პროზაული კრებული „შაჰაბაზა და სხვა მოთხრობები“ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
მასში თავმოყრილია მოთხრობები, რომლებშიც მოქმედება ხდება საქართველოს უახლოეს წარსულში – XX საუკუნის 20-30-40-იან წლებში.

ამ წიგნით მკითხველი გაიგებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ იმ დროს ქართველი ბავშვები, როგორ აისახებოდა მსოფლიო გლობალური მოვლენები მათი მშობლების,
და-ძმების, ნაცნობ-მეგობრების, მეზობლების,
კლასელების –  მთელი საზოგადოების ცხოვრებაზე.

ყველა მოთხრობას ერთვის განმარტებები და კომენტარები.

კრებულს ახლავს ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და მეცნიერის, გიორგი ლობჟანიძის წინათქმა, რომელიც საინტერესო იქნება მშობლების, პედაგოგების და, ზოგადად, მკითხველთა ფართო წრისათვის.


წიგნები ვერ მოიძებნა