გამომცემლობა | წიგნები ბათუმში |
---|---|
ISBN | 9789941474446 |
გვერდები | 536 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
,,სახეცვლილი ნახშირბადის" ფუტურისტულ სამყაროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა თავად სიცოცხლის გადაფასება გამოიწვია. ახლა ადამიანის ცნობიერების შენახვა და სხვა სხეულში ჩატვირთვაც შესაძლებელია, რაც სიკვდილს მხოლოდ უმნიშვნელო, დროებით პრობლემად აქცევს.
ნაწარმოები ტაკეში კოვაჩზე მოგვითხრობს, რომელიც გაეროს სამხედრო დანაყოფის, ენვოიების კორპუსის ყოფილი წევრია. ის ადრეც მოუკლავთ, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილი განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ბეი სითიში გასხეულებული კოვაჩი თავს ჩახლართულ შეთქმულებაში ამოჰყოფს. ეს შეთქმულება იმ საზოგადოების სტანდარტებითაც კი უმოწყალოა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ისე ეპყრობა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ობიექტს. კოვაჩისთვის მკერდში სროლისას გაჩენილი ღრმული მხოლოდ დასაწყისია. მას მალე მათუების _ ადამიანების, რომლებმაც უკვე დიდი ხანი იცხოვრეს და ბევრი სხეული გამოიცვალეს _ შავბნელ და სასტიკ ცხოვრებასთან მოუწევს დაპირისპირება.
25-ე საუკუნე. კაცობრიობის მთავარი მტერი, სიკვდილი, დაძლეულია. ადამიანთა გონებას პორტატიულ მოწყობილობაზე ინახავენ, ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში კი მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. უკვდავების მიღწევას უტოპიამდე არ მივუყვანივართ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის მუდმივი ციკლი უწყვეტი რჩება. სიცოცხლის გახანგრძლივებამ მისი გაუფასურებაც გამოიწვია...