სარკის ნატეხები

ნაირა გელაშვილი

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

Rating details · 5 ratings · 9 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-476-11-2
გვერდები 358
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„სარკის ნატეხები“ ნაირა გელაშვილის ავტობიოგრაფიული, მოზაიკის პრინციპით აგებული რომანია, რომელიც უამრავი „ნატეხისაგან“ ანუ მოგონებისაგან, გაგონილისაგან, სიზმრისა თუ წარმოსახული სურათისგან შედგება.

„სარკე“ ეს ადამიანის მეხსიერება, გნებავთ, საერთოდ, ცნობიერებაა, ცხოვრებას მეტ-ნაკლები სიზუსტით რომ ირეკლავს. და რადგან ადამიანს წარსული მხოლოდ ფრაგმენტების სახით ახსოვს და არა როგორც მთლიანობა, ეს ნიშნავს, რომ სარკე დამსხვრეულია. რომანი წარმოადგენს მწერლის მცდელობას, ჩაღრმავდეს როგორც საკუთარი ბავშვობის, ასევე, მეხსიერების გაუცნობიერებელ სიღრმეშიც.

თითოეული „ნატეხი“ უფრო მეტად იგავია, ვიდრე რეალისტურად ასახული ცხოვრების ეპიზოდი. ამ საგანგებოდ შერჩეული იგავების ერთობლიობით იხატება ერთი ადამიანის ცხოვრება როგორც პიროვნული მითოსი, სადაც ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან: გამოუთქმელი სევდითა და მარტოობით აღსავსე ადრეული ბავშვობა, როგორც ცხოვრება საიდუმლოში; სოფელი, როგორც სიახლოვე პირველად საგნებთან: ყანასთან, მდინარესთან, ცხოველებთან თუ ყვავილებთან; ქალაქი და ახალგაზრდობა, როგორც საიდუმლოსა და ბუნებისაგან მოწყვეტა... ეს ყველაფერი შეუმჩნევლად გადაიქცევა მწერლის შემოქმედებად, რომელსაც ასევე გამსჭვალავს სევდა: ამჯერად იმის გამო, რომ შემოქმედებაც უძლურია გადმოსცეს ადამიანის სულიერი სამყარო.