სარეპეტიციო ლექსები

გიორგი ზანგური

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941454479
გვერდები 260
ფორმატი 14x18
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„სარეპეტიციო ლექსებით“დასათაურებულ კრებულში გიორგი ზანგურის აქამდე დაბეჭდილ ორივე წიგნში („ჩემს თანადედამიწელებს, წიგნი“) შესულმა ლექსებმა მოიყარა თავი. მათ კარგად იცნობს მკითხველი და ამ კრებულების ხელახლა გამოცემა სწორედ მკითხველთა სურვილმა განაპირობა.

 

პროფესიით მსახიობმა თავისი მსოფლხედვის, განცდისა და მრწამსის გამოსახატად პოეზია აირჩია და ისეთივე თავგანწირვით, პირუთვნელი შემოქმედებითი ემოციით ერთგულებს მას, როგორც სცენას. მისი ლექსები მისივე განხორციელებული თუ განუხორციელებელი როლების, ეტიუდების, რემარკების გაგრძელებებია; პოეტი ამავე დროს მოთამაშეცაა და პირიქით, ფიცარნაგის გამჭვირვალე საბურველიდანაც ყველაზე ჭეშმარიტს, ყველაზე ნამდვილს ემსახურება – სიტყვას, პოეზიას.

 

„სარეპეტიციო ლექსები“ ხელოვნების ამ ორი დარგის – თეატრისა და პოეზიის სიმბიოზია, და ნამდვილი შემოქმედების კანონისამებრ – ამ მთლიანობით ცხოვრების უტყუარ იერსაც ატარებს.