გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941315404 |
გვერდები | 142 |
ფორმატი | 12.5/19 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ხელოვნება ზოგადად, განსაკუთრებით კი ლიტერატურა, აღსარებითი ფენომენით ხასიათდება, ხშირად ავტორის ნების საწინააღმდეგოდაც კი. ამ კრებულის ყოველ ნაკვეთში ეს ქმედება სრულიად შეგნებულადაა გაცხადებული.
წიგნში თავმოყრილ განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურულ ქმნილებებს, რომელიც რესტავრატორ, მთამსვლელ, მაშველ, ფოტოგრაფსა და მთარგმნელ შალვა ლეჟავას ეკუთვნის, ერთი საერთო რამ აკავშირებთ – სიყვარული.
გასაუბრება მეგობრებთან – ასე შეიძლება განისაზღვროს ავტორის დამოკიდებულება, როგორც საკუთრივ შემოქმედებით პროცესთან, ასევე მის მკითხველთან. „მეგობრები – ჩვენი უკეთესი „მეა“, მეგობრობა განცდაა მკვდარსა და ცოცხალს მისადაგებული. მეგობრებს გარდაცვალების შემდეგაც სიკეთის ქმნის უნარი მოსდგამთ, ისინი თავიანთი სულის ნაწილს გვიტოვებენ, ჩვენი ლხინისა და ჭირის თანაზიარებად რჩებიან. ბევრი აღარ არის ამქვეყნად, მაინც გრძელდება ოდესღაც დაწყებული ურთიერთობა, უბრალოდ ისინი იქით არიან, ჩვენ – აქეთ“.