საიდუმლო კუნძული

ჟიულ ვერნი

₾ 12.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941371752
გვერდები 456
ფორმატი 14.50/21.50
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია.

შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი მეგობრის ამაღელვებელი ამბავი – როგორ შეძლო ხუთმა ადამიანმა, ულამაზეს ახალშენად ექცია წყნარ ოკეანეში მიკარგული უცნობი კუნძული, როგორ მიაგნეს კაპიტან გრანტის მიერ შერისხულ, თაბორის კუნძულზე მარტოდმარტო დატოვებულ აირტონს და როგორ ეძებდნენ მათ იდუმალ მფარველს.

სულაკაურის გამომცემლობის სერია „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ 100-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. „საიდუმლო კუნძული“ ამ სერიის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია.