| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941318931 |
| გვერდები | 288 |
| ფორმატი | 12.50×19 |
| გამოცემის თარიღი | 2025 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
რუსუდან რუხაძის ეს წიგნი ერთი შეხედვით არაფრით ჰგავს ავტორის სხვა კრებულებს. აქ არაფერია გამოგონილი – პირიქით, ზედმეტად რეალურიც კია გარემო და ადამიანები, ყოფა და გრძნობები, ცხოვრება და ემოციები. ეს ერთი დიდი კარია, რომელიც ღირს, ნელ-ნელა შეაღოთ – თავდაპირველად გასაღების ჭრილიდან შეიჭვრიტოთ, მწერლის კონტური დალანდოთ და ჯაშუშურად მისდიოთ, უთვალთვალოთ. იქვე კართან მიაყურადოთ მის ხმას, რომელიც აგერ უკვე გესმით – რომანი თუ პროზა? ზაფხულის საკითხავად რა სჯობს? სმენად იქცევით და Dave Brubeck Quartet-ის Audrey-ს ჰანგებიც სხვა საღერღელს აგიშლით. კარის სახელურს ფრთხილად ეჭიდებით, ანიდან ჰაემდე თვალუწვდენელ სივრცეში ჯოხს დირიჟორივით იქნევთ და კარის შეღების დაუოკებელ სურვილსაც აღარ უძალიანდებით. მზაკვრულკითხვებზეც გახალისდებით, პოეტის ცოლის ბიბლიოთეკას კარგად შეათვალიერებთ და რუსუდან რუხაძეს ლანდად ისე აედევნებით, ვერც კი მიხვდებით, როგორ გათამამდებით. მწერლის წარმოსახვითი ფოტოგრაფიით გატაცებულები წისქვილის გასაღებსაც დასტაცებთ ხელს და იმოგზაურებთ მთად თუ ბარად, სოფლად თუ ქალაქად, მშობლებთან ერთად თუ მარტო. კარი ნახევრად ღიაა, თქვენ კი მაინც კისერწაგრძელებული ხართ, მეტი გწყურიათ. იწყებთ ბუტბუტს – ახლა და მაშინ, ახლა და მაშინ… კიდევ მეტად ჰკრავთ კარს ხელს და ვერცხლის ქუჩის ამბებიც თქვენ თვალწინ გადაიშლება. ქალაქის ხმებში ჩაკარგულს ქვეითის ჩანაწერებიც წამოგეწევათ და მეხსიერების ბარათებად ჩაგებეჭდებათ. რაღაც არ გასვენებთ. კარს მხრით აწვებით და აგერ მთელი ოჯახიც – დედა, მამა, ქმარი, შვილები… ზაფხულის ღამის ჩანაწერები და გაცოცხლებული შროშანები, ძველი ამბების დასტა და ძილ-ბურანის საბადო ყველაფერი ეს ხანდახან საშიშად ნამდვილიც კია.
და აი, კარი ბოლომდე შეღებულია. დგახართ 313-ე ოთახთან – სამყაროსთან, რომლისკენაც ხან ასე მალულად და ხან კი გასაოცარი სითავხედით ჯიქურ მიიწევდით. აქ ქალის დაწერილი ამბებია, მის თავს გადამხდარი, მისი ნაფიქრი, მის კალთას დაყრილი პატარ-პატარა ნამცეცებია, რომელსაც აგროვებთ, ხელში აზვირთებთ და თქვენთვის აგრძელებთ:
„არ მაძლევს ეს ქალი,
არ მაძლევს ეს ქალი,
არ მაძლევს ეს ქალი
მოსვენებას“.
ეს რუსუდან რუხაძის სამყაროა, რომლის კარიც ამ ერთხელ შეგიძლიათ, შეაღოთ და ისიამოვნოთ. მწერალმა ამის უფლება მოგცათ.
313-ე ოთახი
₾ 20.00 ₾ 24.95 -20%