რებეკა

დაფნა დიუ მორიე

₾ 21.90

Rating details · 389233 ratings · 315347 reviews

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 978-9941-467-86-8
გვერდები 566
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2017
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თარგმნა ნათია ჩუბინიძემ


ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ

„რებეკა“ დაფნა დიუ მორიეს მიერ შექმნილი კლასიკური ლიტერატურის შედევრია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხა მკითხველის გულის მოგება და ამავდროულად თავისი ავტორის სახელის უკვდავყოფა. წიგნის თაყვანისმცემლებს შორის ალფრედ ჰიჩკოკიც აღმოჩნდა, რომელმაც 1940 წელს მისი კინოადაპტაცია შექმნა. უკვე 79 წელია რაც "რებეკა" აგრძელებს ლიტერატურულ ცხოვრებას, რადგანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი გამოცემა არასოდეს შეწყვეტილა.

ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ...

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
რედაქტორი: თამარ გავაშელიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

პეტერბურგი

ანდრეი ბელი

₾ 4.00 ₾ 17.95 -78%

Rating details · 4126 ratings · 14369 reviews