ქიმიური რე-აქციები

ელიზბარ ელიზბარაშვილი

₾ 13.00 ₾ 20.00 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312588
გვერდები 292
ფორმატი 15X21
გამოცემის თარიღი 2020
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„ელიზბარ ელიზბარაშვილს ჩემთვის ქიმია არ უსწავლებია, მაგრამ მისი – ქიმიურ რეაქციებში განივთებული სამყაროს ასახსნელად დაწერილი – დოკუმენტური ნოველები და წერილები ალბათ ყველაზე სანდო მეგზურია იმათთვის, ვისაც ქიმიის სწავლისთვის მოკლებულ ყოველ საათზე გული წყდება. ხოლო იმათ, ვინც ქიმიას ახლა ეჩვევა და უშინაურდება, ეს წიგნი აუცილებელი საკითხავი და დროდადრო დასაბრუნებელი წიგნია.
 
ბატონი ელიზბარაშვილი (თვითონაც ხომ „ბატონობით“ მოიხსენიებს თავის სახელოვან კოლეგებს) გამოცდილი კაცია. ადამიანთა ზნენიც მოუხილავს, მითისა და პოეზიის სივრცეებშიც უსეირნია და სწავლა-სწავლების ეტაპებიც გადაულახავს. პროფესიონალიზმი მისთვის მუდმივ დაკვირვებასა და განვითარებაშია, სიახლის მიღებასა და ურთიერთობებში, სადაც ყველა ფასობს, უფროსუმცროსიც ან მეტნაკლებიც.
 
„ჩვენი ჩასახვა, დაბადება და ზრდა ატომების შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს. შემდეგ, მიმოცვლის რეაქციის მსგავსი მექანიზმებით, გზადაგზა ვპოულობთ მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრებს და ბოლოს დაშლის რეაქციებსაც მთელი სიგრძესიგანით ვიწვნევთ. მაგრამ ვიკარგებით ჩვენ და არა ჩვენი ატომები; ისინი ახალახალი კავშირების ძიებაში უსასრულო ხეტიალს აგრძელებენ“ – ეს ერთი შთამბეჭდავი დაკვირვებაა წუთისოფლის ციკლზე „ქიმიის მოაჯირს ჩაჭიდებული“ ავტორისგან. წიგნში კი სხვაც ბევრი აზრი და ამბავია, რაც დაგამახსოვრდებათ, ფიქრად გაგყვებათ, ცოტას გაგაოცებთ და აგანთებთ სიღრმეებში საძიებლად.“ (ზვიად კვარაცხელია)