ქართული მწერლობა - მაისი #7

სხვადასხვა

₾ 6.00

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9771512444027
გვერდები 52
ფორმატი 21x29.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ამ მღელვარე გაზაფხულის დღეებში, ბევრმა „ქართული გაზაფხული“ რომ უწოდა, ბევრმა – ახალი ნაციის დაბადება, ბევრმა კი – გაღვიძება, ხშირად ვიხსენებდით ფრანსუა ვიიონის შედევრს „წყევლის ბალადა“ და დავით წერედიანის გენიალურ თარგმანს:
 
ისე დაემხოს, ვერც კი იაზროს,
როგორც ტროაზე მაქვს განაგონი,
ან თავის გზაზე, როგორც იაზონს,
ცეცხლისმფრქვეველი შეხვდეს დრაკონი,
ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს
ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი,
ცოცხლად აშმორდეს, იობის დარად,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
 
აბესალომებრ, თმით დაეკიდოს,
სენ-ვიქტორივით შეეკრათ ძალით,
ორ დოლაბს შორის გადაეხიდოთ
და ღარისათვის მიეშვათ წყალი,
ვით ნაბუქოდო, პირდახოკილი
დაძრწოდეს, კლავდეს უტყვი ნაღველი,
წვებს დასკდომოდეს, სიმონ მოგვივით,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
 
ტყვეს, თურქთა უღლის ეგრძნოს სიამე,
ტანტალოსივით იტანდეს შიმშილს,
და, როგორც როსმე ოტოვიანეს,
მისსივე განძი ჩაასხან პირში,
ვენუსს ედაღოს ჟინით მდაბალით,
მარსს აღემართოს მასზე მახვილი,
მოესრათ, როგორც სარდანაპალი,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
 
პრინცო, ერთ სანთელს ნურვინ მიუტანს,
წყევლად გარდათქვან მისი სახელი,
წარხდეს და წაწყდეს, როგორც იუდა,
სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
 
ჩვენი ჟურნალის ეს ნომერიც, რომელიც მომავალში აუცილებლად იქნება ჩვენი დროების ამსახველი ერთ-ერთი დოკუმენტი, ისტორიას დაუტოვებს 84 დამნაშავის და მათი ბატონის წყევლას!
 
სამშობლოსათვის ავის მზრახველთა მარადიულ წყევლას!“, – რედაქტორებისგან.
 
 
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
 
  • პატარა ქვეყნის დიდი სევდა | ივა ფეზუაშვილის და მაშო სამადაშვილის დიალოგი
  • გაგა ნახუცრიშვილი, ფრაგმენტები პოემიდან „ოთხი თავი“
  • ზაურ გერგედა, ლექსები
  • თამთა დოლიძე, გოგონების ღმერთი
  • ზაალ სამადაშვილი, ფილმებს რომ დავატარებდით...
  • გიორგი შარაშენიძე, მარტოობის ერთი დღე / გაბოს უკანასკნელი რომანი
  • ნატო ინგოროყვა, ნათია ნაცვლიშვილის პირადი აღქმების ლექსიკონი – „ანატომიები“
  • მელანო კობახიძე, „როგორ უბრალოდ იღვრება წყალი“ / ლეილა ბეროშვილი
  • გია ბენიძე, მარსიანი კვლავ „სპაზმების“ შესახებ
  • დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
  • ბუბა კუდავა, ჩვენი მეფე სიმონი
  • ტრუმან კაპოტე, ჰერცოგი თავის სამფლობელოში | ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ
  • ესპანური პოეზია | ზაალ ჩხეიძის თარგმანი
  • გარეკანის ბოლო გვერდზე – ლანა კალანდიას წერილი „წყალი ოლიგარქისთვის“
 
გარეკანზე: ბექა ფეზუაშვილის ფოტო


დიდი ექვთიმე

სხვადასხვა

₾ 15.00 ₾ 35 -57%

Rating details · ratings · reviews

თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი

სხვადასხვა

₾ 7.80 ₾ 12.00 -35%

Rating details · ratings · reviews