ქართული მწერლობა - #12

სხვადასხვა

₾ 6.00

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 771512 444057
გვერდები 52
ფორმატი 21x29.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„როგორი ფერია „ლომფერი“? როგორია „ლომფერი ოქტომბერი“?
 
უამრავი დისერტაცია, სტატია და გამოკვლევა მიეძღვნა გალაკტიონის პოეზიას, მის პოეტურ ენას, მაგრამ მაინც როგორია, რა არის ეს „ლომფერი“?როგორია „ელვარე და ლომფერი ოქტომბერი“?
 
ჩვენი ჟურნალი უკვე დაბეჭდილი იქნება, როცა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გვეცოდინება, არჩევნების, რომელიც არ არის ჩვეულებრივი და რიგითი, არამედ ქართველთა საუკუნოვანი ბრძოლების გაგრძელებაა და ამ ქვეყნის სამომავლო გზის არჩევანია სიკეთისაკენ, სინათლისაკენ, პროგრესისკენ, წინაპართა იდეალებისკენ, ევროპული მომავლისკენ თუ სიბნელისაკენ, ბოროტებისა და რუსეთისკენ!
 
ერთი წელი გასულა, რაც ჩვენი ძვირფასი ჟურნალი, „ქართული მწერლობა“ აღვადგინეთ, ერთი წელია, რაც ამ ჟურნალის მეშვეობითაც დავიწყეთ ბრძოლა სიტყვისა და გამოთქმის თავისუფლების დასაცავად, ქართული მწერლობის მხარდასაჭერად, საბჭოთა მმართველობის სტილისა და ანტიქართული ხელისუფლების წინააღმდეგ. მადლიერი ვართ მკითხველის, რომელმაც მიგვი­ღო, შეგვიყვარა და გამოგვყვა. ხოლო ამაყები ვართ ქართველი მწერლებით, უანგარო მეგობ­რობისა და თანამოაზრეობისთვის, ამ ბრძოლაში ერთობისა და ერთგულებისთვის.
 
იქნებ, ასეთი ოქტომბერი იყოს 2024 წლის ოქტომბერი, ისედაც ხომ ასეთი უნდა იყოს გალაკტიონის ხალხის, დაბინდულ ქლიავის ფერი სამშობლოს მთების ოქტომბერი: „ელვარე და ლომფერი“, – რედაქტორებისგან.
 
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
 
  • დიანა ანფიმიადი, ახალი ლექსები
  • ინტერვიუ მიხეილ ციხელაშვილთან | უნდა ჰგავდე იმ ბავშვს, რომელსაც აინტერესებს, რამდენად ცხელია ღუმელი (ესაუბრა დალილა გოგია)
  • გიორგი კეკელიძე, ძველი სიმღერები
  • ელზა გურგენიძე, სანზონა (ფრაგმენტი ახალი რომანიდან)
  • დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
  • ირაკლი შამათავა, ლაკორუნიული ამბები
  • თამარ მღებრიშვილი, თამაზ ბაძაღუა პოეტი, რომელიც ქარით გვიყურებს
  • ოლგა ტოკარჩუკი, ემპუსების ნადიმი (ფრაგმენტი რომანიდან), პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
 
გარეკანზე: დიანა ანფიმიადი | თიკო ჭიღლაძის ფოტო
ჟურნალი გამოიცემა პოლონური ინსტიტუტი თბილისში-ს მხარდაჭერით.


დიდი ექვთიმე

სხვადასხვა

₾ 15.00 ₾ 35 -57%

Rating details · ratings · reviews