გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9771512444026 |
გვერდები | 52 |
ფორმატი | 21/29.5 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„დავით კლდიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, გიორგი ლეონიძე, ოთარ ჩხეიძე, ნოდარ წულეისკირი, გურამ რჩეულიშვილი, შოთა ჩანტლაძე, ნოდარ დუმბაძე, ზაირა არსენიშვილი, გურამ გეგეშიძე, რევაზ ინანიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნუგზარ შატაიძე, ლეილა ბეროშვილი – გაიხსენებ და ჩამოთვლი ამ სახელ-გვარებს და ქართული მოთხრობის გამორჩეულობა გაგახარებს და დაგაფიქრებს, რადგან გაწუხებს აზრი, რომ ხომ არ იჩაგრება ჩვენს დროში ლიტერატურის ეს უმშვენიერესი ჟანრი.
ჟურნალის ეს ნომერი სწორედ ამაზე ფიქრსა და მსჯელობასაც დავუთმეთ, გვსურს დავაფიქროთ მწერლებიც, მკითხველებიცა და წიგნის გამომცემლებიც, რამდენად არის დღევანდელი ლიტერატურული პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე მოთხრობა და მოთხრობის მწერალი.
რუსუდან რუხაძე თავის შესანიშნავ წერილში, რომელსაც ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ, ამბობს, რომ მოთხრობას მთავარი დრამატული შეკითხვა სჭირდებაო, ჰოდა, ჩვენც დღეს ასეთი შეკითხვა დავსვით“, – რედაქტორებისგან.
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
რუსუდან რუხაძე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი
ინტერვიუ დათო გორგილაძესთან – „მოთხრობის ჟანრი ბოლო დროს ძალიან იჩაგრება“
ზვიად რატიანი, წავიდეთ, შვილებო
გოგა ქობალია, მოგზაურობა ქალაქში
მათე წიკლაური, ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“, განახლებული „ოდისეა“ | მოულოდნელობა, არჩევანი
გოდე გორგილაძე, მედეა და თონის პური
ნატო ინგოროყვა, ახალი ლექსები
დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
ბუბა კუდავა, მებრძოლი საფლავები
ნონა კუპრეიშვილი, მეფისტო და სხვები
ნოდარ არონიშიძე, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკის რამდენიმე ფრაგმენტის გამო
ილია ჭანტურია, მკვლელები
ეკა ქევანიშვილი, ომში გადარჩენილი სიტყვები – ოსტაპ სლივინსკის „ომის ლექსიკონი“
გარეკანის ბოლო გვერდზე – გიორგი შარაშენიძის წერილი ზაალ სამადაშვილის მოთხრობების კრებულის შესახებ
გარეკანზე: ელენე კალანდაძის ფოტო
რედაქტორები: ირაკლი კაკაბაძე, ზვიად კვარაცხელია
კორექტორი: ნატო გორდელაძე
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი