გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 1512--444422 |
გვერდები | 52 |
ფორმატი | 21/29.50 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი იუნ ფოსე თავის სიტყვაში, რომელსაც ამ ნომერში გთავაზობთ, ამბობს, რომ:
„ცხოვრებისეული სინამდვილის ჩაწვდომა ზოგჯერ მართლაც ძნელია…“ და – „ვცდილობდი ის მეწერა, რაც, ჩვეულებრივ, სალაპარაკო ენაზე სიტყვებით ვერ გამოითქმებაო…“
ჩვენც ეს ნომერი, შევეცადეთ, გამოუთქმელის გამომთქმელს, სინამდვილის ყველაზე ღრმად ჩამწვდომს – პოეზიას დავუთმეთ, ასე მრავალფეროვან თანამედროვე ქართული პოეზიას.
სამოციანი წლების შემდეგ ხომ ასეთი მძლავრი და შთამბეჭდავი ხმები ქართულ პოეზიას არ ჰქონია, თითქოს თავიდან დაბრუნდა, შეიძლება ვთქვათ, თავიდან დაიბადა ქართული ლექსი ჩვენს ყოფაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყველგან ისმის ქართველი პოეტების ძლიერი, მძაფრი ხმა: აკადემიურ სივრცეებში თუ ქუჩაში – საპროტესტო აქციებზე, შეყვარებულთა მესიჯებში თუ კედლის გრაფიტებზე, ტელევიზიით თუ „ტიკ-ტოკზე“, ყველგან, სადაც ადამიანია და სურს ამ ენით ისაუბროს და ელაპარაკოს სამყაროს, რაც ჩვეულებრივ, სალაპარაკო ენაზე ვერ გამოითქმება.
ჯერ ლექსი დაბრუნდა და შემდეგ მათი ავტორების სახელებმა დაიმკვიდრეს მკითხველთა გულებში საკუთარი ადგილები.
სხვათაგან განდიდებულ სახელს, საზოგადოებრივ მდგომარეობას ან სხვა პრივილეგიებს არ დაუბრუნებია პოეტები, ლექსებმა, მათმა პოეზიამ დააბრუნეს ისინი“, – რედაქტორებისგან.
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
ლიტერატურა ბევრად მეტია, ვიდრე ავტორი, ტექსტი და მკითხველი – ინტერვიუ ზვიად რატიანთან (ესაუბრა ირაკლი კაკაბაძე)
სალომე ბენიძე, ახალი ლექსები
ლანა კალანდია, თანამედროვე ქართული პოეზია ესპანურად
თამარ ჟღენტი, ახალი ლექსები
ემზარ ჯგერენაია, სიცოცხლე მავნებელია ჯანმრთელობისთვის (გიორგი კეკელიძის ახალი პოეტური კრებული)
კეროლ ენ დაფი, მისის მიდასი | ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ
დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
ბუბა კუდავა, ქართული ენა სლავური აქცენტით | რა ენაზე საუბრობდნენ თამარ მეფე და გიორგი რუსი?
მარი ბექაური, მწერალი და ქურდი (ნოველა)
გიორგი კაკაბაძე, არაფერზე
გუგა მგელაძე, დაჩეხილი ილუზიების მორგი (ფიქრები ზურა მესხის „სპაზმებზე“)
იუნ ფოსე, სიჩუმის ენა (სანობელო სიტყვა) | ნორვეგიულიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
დებიუტი: თინათინ თოლორდავა, ხმები
ლაშა გახარია, რუმე სერი (წინასიტყვაობა დაურთო და თარგმნა გიორგი ხულორდავამ)