გამომცემლობა | ზიარი პრეს |
---|---|
ISBN | 9789941821042 |
გვერდები | 286 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
1945 წლის 6 აპრილს კუნძულ ტექსელზე დაწყებული ქართველი სამხედროების ამბოხება ფართოდ იყო ცნობილი საბჭოთა კავშირის პერიოდში - თითქმის არ მოიძებნებოდა ადამიანი, ვისაც არ სმენოდა აჯანყების შესახებ. თუმცა საბჭოთა პროპაგანდისტებს ისე აეზილათ ერთმანეთში ტყუილი და სიმართლე, რომ შეუძლებელი იყო სრული სურათის მიღება.
წიგნი ტექსელის ამბოხებას ფაქტობრივი სიზუსტით აღწერს. თხრობა შორიდან იწყება - გერმანულ-ქართული ურთიერთობებიდან პირველი მსოფლიო ომის დროს. მკითხველისათვის თანდათანობით ნათელი ხდება, თუ როგორ მოხვდნენ ქართველები ჰოლანდიურ კუნძულზე და რამ უბიძგა მათ ამბოხისაკენ 1945 წელს.
გარდა ცნობილი ნაშრომებისა, წიგნში გამოყენებულია გამოუქვეყნებელი მოგონებები და დიდი ბრიტანეთისა და კანადის არქივებში შენახული ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალა.