გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941487873 |
გვერდები | 1046 |
ფორმატი | 21x30 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
წინამდებარე ლექსიკონი ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემის პირველი ცდაა. შექმნილია 2010 წელს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული ალიო ქობალიას „მეგრული ლექსიკონის“ ბაზაზე.
ლექსიკონი მოიცავს დაახლოებით 100 000-მდე სიტყვას. მასში წარმოდგენილი მეგრული სიტყვების უდიდესი ნაწილი ეფუძნება აფხაზეთსა და სამეგრელოში საველე მუშაობისას მოძიებულ მასალებს, აგრეთვე, მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ გაანალიზებულ ლექსიკურ ერთეულებს. ის ეტიმოლოგიური და ენციკლოპედიური ლექსიკონის ნიშნებსაც ატარებს.
ლექსიკონში უხვადაა ფრაზეოლოგიური გამოთქმები, მეგრულ წეს-ჩვეულებებთან და რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ცნებები, ამდენად, გარდა ენათმეცნიერულისა, დიდია ლექსიკონის მნიშვნელობა მეგრული ენობრივი და მსოფლმხედველობრივი სამყაროს უკეთ გაცნობის თვალსაზრისით.
„ქართულ-მეგრული ლექსიკონი“ არამეგრულენოვან და მეგრულენოვან მკითხველს აძლევს საშუალებას ადვილად მოიძიოს სასურველი ქართული სიტყვის მეგრული თარგმანი და, მისი აგების ბუდობრივი პრინციპიდან გამომდინარე, მასთან შინაარსობრივად დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები.
ლექსიკონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველური ენების, კერძოდ, მეგრულის დაცვა-პოპულარიზაციის საქმეში.
რედაქტორები: ნონა ქობალია, ნანა ქობალია.
წიგნი გამოიცა მეღვინეობა „ხარებას“ საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელებაში გაწეული კონსულტაციებისა და თანადგომისთვის გამომცემლობა „არტანუჯი“ და რედაქტორები მადლობას უხდიან ბატონ თემურ ვეკუას.