პროცესი

გიორგი მრევლიშვილი

₾ 5.20 ₾ 7.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941313004
გვერდები 232
ფორმატი 15/21
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გიორგი მრევლიშვილის სინემატოგრაფიული კრებული „პროცესი“ უპირველესად ამ დარგში ქართულ ენაზე არსებულ მწირ ლიტერატურას ამდიდრებს და ამრავალფეროვანებს; წიგნი საინტერესო საკითხავია როგორც დამწყები კინოხელოვანებისთვის, ასევე ნებისმიერი კინომოყვარულისთვის, რადგან შემეცნებით, ინფორმაციულად დამუხტულ შინაარსთან ერთად მკითხველი ახალგაზრდა რეჟისორის (წიგნის ავტორის) წარმოსახვითი „კამერით“ – ხედვის სკრუპულოზული და ორიგინალური რაკურსებით – მოგზაურობს ცნობილ კინორეჟისორთა შემოქმედებით სამყაროში და ეცნობა კინოს შექმნის პროცესებს.
 
კრებული სწორედ ამ პროცესების შესწავლისა და  დაკვირვების ერთგვარი სავარჯიშოა, რაც ძალიან დაეხმარება დამწყებ რეჟისორებს და კინოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, თვითონაც ეძიონ და მიაგნონ საკუთარ შემოქმედებით აქცენტებს, ხედვის რაკურსებს, გაითვალისწინონ სხვათა (კრებულში შესულ უცხოელ რეჟისორთა) გამოცდილება, რათა უფრო მეტად გაუადვილდეთ საკუთარი შემოქმედებითი ამოცანების გადაწყვეტა.


ინტერიერი

ანდრო ბუაჩიძე

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

Rating details · ratings · reviews