გამომცემლობა
ISBN 486-7817-410-89-9
გვერდები 336
ფორმატი 17x24
გამოცემის თარიღი 2015
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თარგმნეს ქეთევან კიკნაველიძემ, ირაკლი ქობალიამ და ლევან ცუცქირიძემ


„პოლიტიკა და დემოკრატია - აუცილებელი საკითხავი“ მკითხველს სთავაზობს პოლიტიკურ მეცნიერებათა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორების ნაშრომებს. წიგნში არის ისაია ბერლინის ჩვენში ნაკლებად ცნობილი, დღესაც აქტუალური ნაშრომი რუსეთის შესახებ. სამხრეთ კორეის ყოფილი პეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის კიმ დე ჯუნის ნაშრომი აგრეთვე არ არის ცნობილი ჩვენი მკითხველისთვის. ფრენსის ფუკუიამას, ფარიდ ზაქარიას, ჯორჯ კენანის და სემუელ ჰანტინგტონის გახმაურებული სტატიების გარეშე ძნელი წარმოსადგენია პოლიტიკური მეცნიერების ნებისმიერი კურიკულუმი.


ამ გამოცემაში შეკრებილია ის სტატიები, რომლებიც სხვადასხვა დროს Foreign Affairs-ში დაიბეჭდა და მიჩნეულია, რომ დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიზაციაზე.


აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი მასალების უმრავლესობა აქამდე ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას, არ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ ამ გავლენიან ანალიტიკურ პუბლიკაციებს, რომლებიც ჯერ კიდევ განსაზღვრავენ მიმდინარე პოლიტიკასა და აკადემიურ მსჯელობას და ძლიერ ზეგავლენას ახდენენ თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებაზე.