გამომცემლობა | |
---|---|
ISBN | 978-9941-270-80-2 |
გვერდები | 344 |
ფორმატი | 17x24 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
თარგმნეს თორნიკე შარაშენიძემ, გია ნოდიამ, ქეთევან კიკნაველიძემ, მარიამ ჩიხლაძემ, შორენა ლორთქიფანიძემ და ნინო ჟვანიამ
„პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ მკითხველს სთავაზობს პოლიტიკურ მეცნიერებათა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორების ნაშრომებს. „აუცილებელი საკითხავი“ არის პოლიტიკისა და დემოკრატიის შესახებ მნიშვნელოვანი ტექსტების ქართული თარგმანი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველ მკითხველს მიაწოდოს დემოკრატიის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ დებატებისა და რეფლექციისათვის საჭირო ლიტერატურა. მიმდინარე გამოცემა მოიცავს შემდეგი ავტორების ნაშრომების თარგმანს, ისევე როგორც მათ ინგლისურ ვერსიებს: ისაია ბერლინი, იურგენ ჰაბერმასი, ფრენსის ფუკუიამა, ტიმოთი გარტონ ეში, რობერტ კაგანი, ქეროლ პეიტმანი და გიულერმო ო’დონელი.
აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი მასალების უმრავლესობა აქამდე ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას, არ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ ამ გავლენიან ანალიტიკურ პუბლიკაციებს, რომლებიც ჯერ კიდევ განსაზღვრავენ მიმდინარე პოლიტიკასა და აკადემიურ მსჯელობას და ძლიერ ზეგავლენას ახდენენ თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებაზე.