ფიქციები

ხორხე ლუის ბორხესი

₾ 12.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941308611
გვერდები 204
ფორმატი 13.00/19.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

„ფიქციები“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი -„ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“ პირველად 1941 წელს გამოიცა. 1944 წელს მას დაემატა მეორე ნაწილი „გამონაგონნი“. კრებულში მწერლის ისეთი საკულტო მოთხრობებია შესული, როგორიცაა „ ტლონი, უქბარი და ორბის ტერციუსი“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, „პიერ მენარი – „დონ კიხოტის“ ავტორი“, „ ბაღი, სადაც ბილიკები იყრებიან“, „ფუნესი – მეხსიერების რაინდი“ და სხვ.

მიუხედავად ფორმატის სიმცირისა, ეს მოთხრობები მკითხველზე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან სრულიად სცდება ლიტერატურის ტრადიციულ საზღვრებს და უზარმაზარი ქარბორბალის მსგავსად ერთი ხელის მოსმით გადაისვრის მკითხველს ფანტაზიისა და ფილოსოფიური განსჯის წარმოუდგენელ ორომტრიალში.

ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986) – პოეტი და ესეისტი, მწერალი და ფილოსოფოსი, კაცი, რომელიც თვალის ჩინის დაკარგვის მიუხედავად განაგრძობდა წერას – მე-20 საკუნის ლათინოამერიკული და, ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი  ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაში გამაოგნებელი სიმამაცითაა აღრეული   რელიგია და მითოლოგია, ფილოსოფია და ეზოთერიკა, პოეზია და კაბალისტიკა, მეტაფიზიკა და დეტექტიური ჟანრი.