| გამომცემლობა | დიოგენე |
|---|---|
| ISBN | 9789941115387 |
| გვერდები | 266 |
| ფორმატი | 13.5/19.5 |
| გამოცემის თარიღი | 2023 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს – სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.