გამომცემლობა | წიგნები ბათუმში |
---|---|
ISBN | 9789941474880 |
გვერდები | 300 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
სუნ ძის „ომის ხელოვნება“ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ჩინური სამხედრო და ფილოსოფიური ტრაქტატია. იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში შეიქმნა და დღემდე ითვლება სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. „ომის ხელოვნების“ სწავლებებს ეყრდნობოდა ნაპოლეონი, ასევე, როგორც ცნობილია, სუნ ძისეული ომის წარმოების მეთოდები გამოიყენეს ისეთ მასშტაბურ შეირაღებულ დაპირისპირებებში, როგორებიცაა მეორე მსოფლიო ომი, ოპერაცია ,,უდაბნოს ქარიშხალი" და სხვ. „ომის ხელოვნებას“ მხოლოდ სამხედრო წრეებში როდი იყენებენ. წიგნი ცამეტი თავისგან შედგება, რომელთა უმეტესობა შეიცავს ფილოსოფიურ რჩევებს, როგორ ვაწარმოოთ ომი ფიზიკური დაპირისპირების, ბრძოლის გარეშე და როგორ დავამარცხოთ მეტოქე ისე, რომ ძალის გამოყენება არ დაგვჭირდეს. წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლიტიკური მეცნიერებებით დაინტერესებულებსა და ბიზნესწრეებს შორის, როგორც სრულყოფილი ტექსტი, რომელიც გვასწავლის, როგორ მივაღწიოთ წარმატებას დაძაბული კონკურენციის პირობებში