ომის ლექსიკონი

ოსტაპ სლივინსკი

₾ 23.90 ₾ 29.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316999
გვერდები 224
ფორმატი 12.7/19.70
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ომის ლექსიკონი

როდესაც ომი იწყება, სიტყვები ზედმეტი ხდება – მოქმედებაა საჭირო. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სიტყვებიც შეიცვალა, დაიშალა, ახალი მნიშვნელობა და ჟღერადობა შეიძინა. #словниквійни მოსმენილი და განცდილი ისტორიების ფრაგმენტებით დაიწყო და გახდა გზა მძიმე დანაკარგებისა და შეუქცევადობის, ტკივილისა და გამარჯვების რწმენის აღსაბეჭდად.

 

ოსტაპ სლივინსკიმ გულმოდგინედ შეაგროვა დოკუმენტური მასალა და ახალი ფორმა მისცა მას. იმ ადამიანთა შორის, ვისი ხმაც ისმის „ომის ლექსიკონში“, არიან ისინი, ვინც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გაურკვევლობის წყვდიადში გადასულიყვნენ; მოხალისეები და მედიკოსები; ჯარისკაცები;  სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ საერთო განცდებით და ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა.

 

წიგნი გაფორმებულია კატერინა ჰორდიენკოს ილუსტრაციებით.

უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა

 

წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით