ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია: ახალი ყველაფრის თეორია

გრემ ჰარმანი

₾ 15.00 ₾ 24.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316241
გვერდები 332
ფორმატი 14.5/20
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

როგორია თეორია, რომელიც ონტოლოგიურად არც ერთ არსებას არ აწინაურებს, ადამიანებს, საგნებსა და მოვლენებს ერთ სიბრტყეზე იკვლევს და პოზიტივისტური რედუქციული აღწერების ნაცვლად ამ დრომდე წარმოუდგენელ, ნივთთაშორის ფენომენოლოგიას გვთავაზობს?

 

მარტინ ჰაიდეგერისა და ბრუნო ლატურის ნაშრომებით შთაგონებული ახალი ფილოსოფიური სკოლა, ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნაბიჯია თანამედროვე გამოწვევების გასაგებად და მათთან გასამკლავებლად.

 

ამერიკელი ფილოსოფოსი, გრემ ჰარმანი კონტინენტური ფილოსოფიის წიაღში გაჩენილი მოძრაობის, სპეკულატიური რეალიზმის, ცენტრალური ფიგურაა. ამჟამად ის ლოს ანჯელესში, არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტში ასწავლის. სპეკულატიური რეალიზმი ჩვენი საუკუნის გამორჩეულ და მეტად განსხვავებულ მოაზროვნეებს კორელაციონიზმის გადალახვის ან უკუგდების ნიშნით აერთიანებს; სწორედ აქ ვლინდება ჰარმანის ნაშრომებში აღმოცენებული ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგიის უდიდესი წვლილი.

 

ინგლისურიდან თარგმნა გაბრიელ თოლორაიამ