გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482502 |
გვერდები | 805 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი.
შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.
ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი. ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობე-ლის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის.
ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2018 წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.