ნობელიანტების ატლასი

კახმეგ კუდავა

₾ 16.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317132
გვერდები 376
ფორმატი 15/21
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ნობელი და ნობელიანტები – ძველი თემაა, ისტორიაა, სიუჟეტია, რომელიც ცოცხლობს, გიზიდავს, გიხმობს, გეძახის და როგორ გინდა, თვალი აარიდო, თავიდან მოიცილო ფიქრი და განსჯა მოვლენაზე, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურა, როგორც პროცესი, სისტემად აქცია და მისცა მას ინსტიტუციური ხასიათი.
 
„ნობელიანტების ინტელექტუალური ატლასი“, თითქოს ერთი ჩვეულებრივი კრებულია, მაგრამ მასში შესული, ერთად თავმოყრილი წერილები ქმნიან მნიშვნელობათა ისეთ ველს, როგორიც სხვაგან არ გვინახავს, არ გვახსოვს, არ გვიგრძნია. 
 
როგორც ყველა ატლასს, მასაც აქვს სისტემატურობა. წიგნი ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ნობელიანტები წერენ ნობელიანტებზე, მეორეში ისევ ნობელიანები – ოღონდ უნობელოებსა და სხვა თემებზე.
 
საერთოდ, რატომ წერენ მწერლები ერთმანეთზე? ნუთუ იმიტომ, რომ დააკვირდნენ, შეამოწმონ, შეისწავლონ ერთმანეთი; ან იქნებ ეტოლებიან, ედრებიან, ენაცვლებიან ერთმანეთს; ვინ იცის, შეიძლება ერთმანეთის სტიქიაში იმიტომ შედიან, რომ იქ საკუთარი თავი მოძებნონ. სიდიდესთან თუ სიდიადესთან შეხება ბადებს თავისუფლებას, საიდანაც სხვანაირად მოჩანს ნაცნობი სახე უცნობი შტრიხებით.“ – ივანე ამირხანაშვილი