გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941421884 |
გვერდები | 184 |
ფორმატი | 15x21 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
წიგნი შეიცავს საინტერესო მასალას ქალაქ ზუგდიდის ეტიმოლოგიის შესახებ. ავტორი აწ განსვენებული ისტორიკოსი, არაერთი სამეცნიერო შრომის შემქმნელი აბესალომ ტუღუშია.
აბესალომ ტუღუში 1951 წელს ზუგდიდში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1972 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის მუზეუმში. 1998 წელს ისტორიის ინსტიტუტში შედგა მისი საკანდიდატო დისერტაციის („ოდიშის სამთავრო 1657-1714 წლებში“) წინასწარი განხილვა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო მისი დასაცავად წარდგენა.
მრავალმხრივმა მეცნიერმა სხვადასხვა დროს გამოსცა 9 წიგნი და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე. მუშაობდა მონოგრაფიაზე ლაზეთის ისტორიის შესახებ და მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე. გარდაიცვალა 2009 წელს.
ფილოსოფია – მოკლე ისტორია
₾ 16.90
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა 1918
₾ 15.00 ₾ 24.95 -40%
პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში, 1987-1992
₾ 20.00 ₾ 34.95 -43%