მზის იმპერია

ჯეიმს ბალარდი

₾ 27.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941308413
გვერდები 512
ფორმატი 13.00/19.50
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

„მზის იმპერია“ ჯეიმს ბალარდის ავტობიოგრაფიული რომანია. არსებობს მისი ეკრანიზაციაც. ამავე სახელწოდების ფილმი 1987 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო.

ჯეიმს ბალარდს მსოფლიო იცნობს, როგორც ფანტასტ მწერალს. ქართულად უკვე თარგმნილია მისი ორი ცნობილი რომანი, „ცათამბჯენი“ და „შეჯახება“. „მზის იმპერია„ ბალარდის საუკეთესო წიგნია.

ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია. ის მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში. მას პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში. მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი. ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა ჯეიმის დედას დააშორებს. პატარა ბიჭი მარტოდმარტო აღმოჩნდება მრავალმილიონიან ქალაქში.

შემდეგ ის სამ წელს ატარებს იაპონელების სამოქალაქო პირთა საკონცენტრაციო ბანაკში. იქ შიმშილი, წყურვილი, სიკვდილი და სისხლი მეფობს. თუმცა ეს პატარა ბიჭი არ კარგავს საუკეთესო თვისებებს: ადამიანობას, თანალმობას, მოყვასის სიყვარულს.