მზე შენს თვალებში

ალექსანდრე ნარსია

₾ 11.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-31-774-3
გვერდები 108
ფორმატი 11x18
გამოცემის თარიღი 2024
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

„ალექსანდრე ნარსია განწყობათა მოულოდნელი ცვლის პოეტია – სიტყვამახვილი და ამავე დროს მსუბუქი ტექსტები ადვილად აღწევს მკითხველის გულამდე უამრავი შეგრძნების გასაღვიძებლად.

 

ალექსანდრესთან ყველაზე ხშირად შეხვდებით საქართველოს, მშობლიური კუთხის, ჩხოროწყუს მონატრებასთან დაკავშირებულ მინიმებს. ემიგრაციაშია დაწერილი ეს წიგნიც, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს, ტყესთან ჩაგატარებს, მდინარესთან შეგასვენებს, ყვავილებს დაგაკრეფინებს, პირველ სიყვარულს მოგაგონებს და სასიამოვნოდ აგაფორიაქებს.

 

ჩვენს დროში ყველა ყოფის რუტინაში ვართ, მათ შორის ალექსანდრეც, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოდან შორსაა – ჰოლანდიაში. მას ყოველდღიურად ენატრება საკუთარი ქვეყანა, მარტო დარჩენილი დედა, მშობლიური კერა ახუთში, მეგობრები, თბილისის ქუჩებში უთავბოლო ხეტიალი და ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც წილად კი, პირიქით, ამ ყველაფრის დამსახურებით, მუდმივად წერს და ძიებაშია, როგორც შემოქმედი.

 

„მზე შენს თვალებში“ უთუოდ იქცევა მკითხველის სამაგიდო წიგნად, რადგან ნებისმიერ გვერდზე გადაშლისას აღმოაჩენთ სიყვარულს, მონატრებას, სითბოს, სიმყუდროვეს, ბავშვობას, სინათლეს, სიწრფელეს, რწმენას, ერთგულებას, სუსხიან ზამთარს და მწველ ზაფხულსაც, ბუნების სრულ ჰარმონიას ადამიანთან. აკი ვთქვი, რომ ის განწყობათა მუდმივი ცვლის პოეტია. წარმატებული დებიუტი ალექსანდრეს ცხოვრების ახალ გამოწვევაში, რომელსაც პოეზია ჰქვია!“ – გიორგი ბალახაშვილი