საყმაწვილო კალენდარი მთიები

მუხრან მაჭავარიანი

₾ 16.30 ₾ 25.00 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941454578
გვერდები 90
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ძვირფასო მკითხველო! წინამდებარე კალენდარი შენთვის 40 წლის წინ შეადგინა ქართველმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა.
 
მაშინ დროთა სიავის გამო ამ წიგნაკს დღის შუქი არ ეღირსა. საბჭოთა ხელისუფლების მესვეურთა ბრძანებით სტამბაშივე დაჭრეს მთელი ტირაჟი, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი. თავად მუხრან მაჭავარიანი აპირებდა კალენდრის ხელმეორედ გამოცემას, რადგან სადღეისოდაც აქტუალურად მიაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა.
 
ვისთვისაც ეს ნაშრომი იყო განკუთვნილი, ახლა ისინი ბებიები და პაპები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთვისაც და მათი შვილებისა თუ შვილიშვილებისათვისაც, ვფიქრობთ, ეს კალენდარი საინტერესო და სიკეთის მომტანი იქნება.
 
ნაშრომი იბეჭდება მცირედი ცვლილებებით: საჭიროდ ჩავთვალეთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები: საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სულიერი მამის – ილია II-ის ღვაწლი აღგვენიშნა წინამდებარე კალენდარში, რადგან ვთვლით, რომ მუხრან მაჭავარიანის მიერ განვლილი ამქვეყნიური ცხოვრების გზა და მრწამსი მთლიანად მიმართული იყო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისა და მართლმადიდებლობის გადარჩენისაკენ, რისი უტყუარი დასტურიცაა ზოგადად მისი შემოქმედება და ეს ნაშრომიც, რომელიც მან ქართველთა მომავალ თაობებს დაუტოვა.“ ნანა მაჭავარიანის წინასიტყვაობიდან