მსოფლიოს ისტორია ათნახევარ კარად

ჯულიან ბარნსი

₾ 15.90

გამომცემლობა დიოგენე
ISBN 978-9941-11-509-7
გვერდები 332
ფორმატი
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ.

 

თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ”მსოფლიოს ისტორია 10 ½ კარად” ერთმანეთთან დაკავშირებული მოთხრობებისაგან შედგება. თხრობის ფორმა ამბიდან ამბამდე იცვლება - მონოლოგი, ესე, დღიური, ოქმი... წიგნის სათაური, ცხადია, ირონიულია. ბარნსი წარსულს, ისტორიას, ფაქტებსა და მათ ინტერპრეტაციას ეჭვის თვალით უყურებს. ბიბლიური წარღვნის არაკანონიკური ვერსია, ნოეს კიდობანს უნებართვოდ დამგზავრებული სულიერი რომ გვიყვება, მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში გამართული სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ღვთის გმობაში ბრალდებულ ხის ჭიათა ბედი წყდება თუ ჟერიკოს სახელგანთქმული ტილოს, ”მედუზას ტივის” შექმნის ამბავი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებიa.