მსოფლიო მზაკვრობის ისტორია

ხორხე ლუის ბორხესი

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

Rating details · 5696 ratings · 10876 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941454769
გვერდები 110
ფორმატი 14x18
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ
 
„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ – რატომ მზაკვრობა? – ადამიანის ბესტიალური ბუნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ვნება, რომლის გარეშეც, „საბედისწერო ადამიანებს“ არ ძალუძთ ცხოვრება. მზაკვრობა ქმნის ისტორიებს, ბადებს ვნებათაღელვას და უბიძგებს ადამიანებს ბოლომდე განიცადონ და შეიგრძნონ ყოფის გემო, თუნდაც თავის ყველაზე სასტიკ და ნეგატიურ გამოვლინებაში.
 
სწორედ ხორხე ლუის ბორხესის ეს წიგნი მოგვითხრობს ამგვარ მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: დაწყებული შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებითა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებით, დამთავრებული ველური დასავლეთის კოვბოური ცხოვრებითა და თანამედროვე ნიუ-იორკული ანდერგრაუნდულ-განგსტერული ამბებით.
 
ამ ფრაგმენტული ისტორიების საშუალებით ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ამაღელვებელი, სათავგადასავლო, არაკული და მისტერიული ამბები, განვითარებული სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის წიაღში, ან მხოლოდ მითის დონეზე არსებული, მაგრამ მითიც ხომ სამყაროს აღქმის, მასში ორიენტირებისა და გამორკვევის საშუალებაა.
 
ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ

მსოფლიო მზაკვრობის ისტორია – რატომ მზაკვრობა? – ადამიანის ბესტიალური ბუნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ვნება, რომლის გარეშეც, „საბედისწერო ადამიანებს“ არ ძალუძთ ცხოვრება. მზაკვრობა ქმნის ისტორიებს, ბადებს ვნებათაღელვას და უბიძგებს ადამიანებს ბოლომდე განიცადონ და შეიგრძნონ ყოფის გემო, თუნდაც თავის ყველაზე სასტიკ და ნეგატიურ გამოვლინებაში.