მოკლე კატოს თავგადასავალი (რბილი ყდა)

ზაირა არსენიშვილი

₾ 10.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941308369
გვერდები 136
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მოკლე კატო დიდ ქალაქში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში დადის და, როგორც ბავშვების უმრავლესობას, ნაყინი და ლიმონათი უყვარს. ნაყინი რომ არ ჰყვარებოდა, ალბათ ეს საოცარი თავგადასავალიც არ გადახდებოდა თავს.

მამაცი კატო უკვდავების წყაროს საძებნელად ცხრა მთასა და ბარს გადაივლის და ვის აღარ შეხვდება: მზეთუნახავ კისკისას, კატა სავრასა და თაგუნა თიკოს, მეტმეცნიერს, ბერ ქედანსა და ყვავ ობოლას… შემდეგ ოქროს ვერძი ცაშიც კი ააფრენს…

ზაირა არსენიშვილი ერთადერთი საბავშვო ნაწარმოები პირველად 2006 წელს დაიბეჭდა. „სულაკაურის გამომცემლობა“ ამ საოცარი წიგნის განახლებულ გამოცემას გთავაზობთ. სიბრძნით, იუმორითა და სიკეთით გამორჩეული ლიტერატურული ზღაპარი თათია ნადარეიშვილის შთამბეჭდავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული.