გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941302398 |
გვერდები | 32 |
ფორმატი | 27.80 X 23.70 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი
32-გვერდიანი წიგნი
ასაკი: 6+
ამ შთამბეჭდავი წიგნისა და ფაზლის საშუალებით ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება გეძლევა. დაათვალიერე სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობები და გაიცანი იქაური წეს-ჩვეულებები; გაიგე, როგორია სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსი თუ სამზარეულო, სად და რისთვის აშენებდნენ მაღალ კოშკებს და რატომ კვეთდნენ ქალაქებს კლდეებში.
ყუთში პატარებს დახვდებათ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი, რომლითაც საქართველოს რუკა უნდა ააწყონ და იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში. ილუსტრირებული ფაზლის აწყობისას ბავშვები გაიგებენ, რომელი ქალაქი საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს და უკეთ გაიცნობენ საქართველოს მხარეებს. წიგნის დახმარებით კი, ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ ქართული წეს-ჩვეულებებისა და ისტორიის შესახებ.