გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941494444 |
გვერდები | 544 |
ფორმატი | 14.5X20.5 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია ქართველი მკითხველისათვის ცნობილია როგორც, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი (თარგმნიდა რამდენიმე ევროპული ენიდან). მისი ნაშრომები ფასდაუდებელია ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემუარული ჩანაწერები.
წინამდებარე წიგნი სწორედ თედო სახოკიას მოგონებათა ჟანრის ორ ნაშრომს აერთიანებს: „როგორ ვიზრდებოდით ძველად“ და „ჩემი საუკუნის ადამიანები“. ესაა მასალები XIX-XX საუკუნეთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ძირითადად ავტორის თანამედროვე ქართველ მოღვაწეთა შესახებ.
თედო სახოკია მკითხველს აცნობს გამოჩენილ პირთა ცხოვრების ხშირ შემთხვევაში აქამდე უცნობ დეტალებს, წარმოაჩენს მათს დამსახურებას ქართველი ხალხის სულიერი კულტურის გადარჩენაში.