მოჩვენებები. როგორ გავხდი მონაზონი. ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან

სესარ აირა

₾ 24.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941983726
გვერდები 340
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

„მოჩვენებები“ მშენებლობის დარაჯისა და მისი ოჯახის ამბავია, რომელიც ბუენოს აირესის ერთ- ერთ უბანში, ჯერაც დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.
პერიოდულად ოჯახის ყველა წევრი ხედავს მოჩვენებებს, მაგრამ მათით ყველაზე მეტად მოზარდი ქალიშვილი ინტერესდება.

როგორც სესარ აირას უცნაურობებით სავსე ლიტერატურულ სამყაროს ახასიათებს, “მოჩვენებებიც” ალეგორიული ტექსტია, რომელშიც მწერალი მატერიალიზმსა და კლასობრივ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს.

„როგორ გავხდი მონაზონი“ ექვსი წლის ინტროვერტი ბიჭუნა სესარის მიერ მკითხველისთვის ერთი წლის განმავლობაში ჩაბარებული აღსარებაა.
სესარი თავს გოგოდ აღიქვამს და ვერაფრით ხვდება, დანარჩენი სამყაროსთვის რატომაა ბიჭი, რაც მისთვის ბავშვის გონებისთვის გაუგებარი შფოთვისა და მღელვარების მიზეზად იქცევა.

ეს წიგნი არ არის ავტობიოგრაფია, თუმცა მთავარ გმირს ავტორის სახელი ჰქვია, რაც ტექსტს მეტ ინტიმურობას მატებს და თანაგრძნობის ერთგვარ სახელმძღვანელოდაც აქცევს.

„ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან“ გერმანელი მხატვრის, იოჰან მორიც რუგენდასის (1802-1858 წწ.) ცხოვრების მონაკვეთს აღწერს,
როდესაც ალექსანდრე ჰუმბოლდტმა ევროპიდან დასავლეთით – ჩილეს, არგენტინისა და მექსიკის წარმტაცი პეიზაჟების მოსანახულებლად გამგზავრება ურჩია.

რუგენდასი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპელ მხატვრად მიიჩნევა, რომელმაც ლათინური ამერიკა მოინახულა, კარგად შეისწავლა და თავის შემოქმედებაშიც ასახა.
ნაწარმოები სწორედ ამ მოგზაურობის კვალშია ჩამდგარი, თუმცა ავტორი ალტერნატიული ისტორიის გაშლას ამჯობინებს და გამოგონილ სამყაროში მოგზაური ხელოვანის ამბიციებსა და მისწრაფებებზე გვიყვება.

ავტორის შესახებ:

თანამედროვე ლათინო-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდისტი წარმომადგენელი, არგენტინელი მწერალი, სესარ აირა განთქმულია გონებამახვილური, ფანტასმაგორიული, ინოვაციური სტილითა და უშრეტი ენერგიით – ის წელიწადში ერთ წიგნს მაინც წერს.

შედეგად, უკვე გამოცემული აქვს ასზე მეტი ნოველა, პიესა, ესეების და მოთხრობების კრებულები. მისი თქმით, ის შეიძლებოდა გამხდარიყო მხატვარი,
რომ არა სირთულეები („საღებავები, ფუნჯები, ყველაფრის წმენდა“).

დიდი ჩილელი ავტორი, რობერტო ბოლანიო სესარ აირას თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ ავტორად მოიხსენიებდა.

წინამდებარე კრებული სესარ აირას ყველაზე ცნობილ სამ მცირე რომანს მოიცავს.