გამომცემლობა პალიტრა L
ISBN 5511
გვერდები
ფორმატი
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ფიოდორ დოსტოევსკის „მოთამაშე“ 1866 წელს გამოქვეყნდა. რომანი შეიძლება ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულადაც მივიჩნიოთ. იგი მას შემდეგ დაიწერა, რაც დოსტოევსკიმ ბანქოში მთელი თავისი ფულის წაგების შემდეგ, ხელშეკრულება დადო გამომცემლობასთან უმოკლეს ხანში ახალი რომანის ჩაბარების შესახებ. „მოთამაშის“ სიუჟეტი ვითარდება გერმანულ საკურორტო ქალაქში, სადაც რუსი გადამდგარი გენერლის ოჯახი და მისი შვილების ახალგაზრდა მასწავლებელი ალექსეი ივანოვიჩი მოგზაურობს. ალექსეის გენერლის გერი პოლინა უყვარს, პოლინას კი ფრანგი ქარაფშუტა მარკიზი დე გრეი. გენერლის ოჯახი რუსეთიდან მდიდარი ბებიის გარდაცვალების ცნობას და შესაბამისად მემკვიდრეობას ელოდება. ნაცვლად ამისა, კურორტზე თავად ბებია ჩამოდის საღ-სალამათი და სასტუმროში იმდენად გაიტაცებს ბანქო, რომ ჯერ მოიგებს, ხოლო შემდეგ თავისი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს წააგებს. აზარტულ თამაშში ალექსეიც ჩაერთვება, რადგანაც უნდა ბევრი ფული მოიგოს და პოლინას დაეხმაროს. ალექსეის კი გაუმართლებს, მაგრამ თავმოყვარე პოლინა დახმარებაზე უარს ეტყვის. ალექსეი დარდს ბანქოთი იქარვებს და სულ მალე პროფესიონალი მოთამაშე ხდება... დოსტოევსკის სხვა რომანებისგან განსხვავებით, „მოთამაშეს“ კეთილი ბოლო აქვს. ისევე, როგორც ერთ დროს თავად დოსტოევსკი, ალექსეიც საყვარელ ქალს აღუთქვამს, რომ თამაშს თავს დაანებებს...