გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941470714 |
გვერდები | 124 |
ფორმატი | 14x18 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„მეზობლად“ დებიუტანტი ავტორის ექსტრავაგანტურ მოთხრობებს აერთიანებს.
გამოგონილ ქალაქებსა თუ კუნძულებზე ცხადსა და სიზმარს შორის ზღვარი წაშლილია, ვნებისაღმძვრელ პასაჟებს მჟავე ფორთოხლის სურნელი ანეიტრალებს, სევდიან ქალთევზებს რთული ხასიათის ბებიები ენაცვლებიან, სკივრში ჩაკეტილი, სიცოცხლეწართმეული გოგონების ისტორიებისა თუ ჩახლართული მეზობლური ურთიერთობების კვანძი ორიგინალურად იხსნება.
წიგნში ტაფად ქცეულ თუ სიკვდილთან მოსაუბრე ქალებსაც აღმოაჩენთ და ყოველდღიურობის რუტინული უდარდელობის დაკარგვის სიმპტომებშიც საფუძვლიანად გაერკვევით. მოსაუბრე ნივთები კი მოვლენებსა და პერსონაჟებს სრულიად მოულოდნელ რაკურსებში წარმოაჩენენ.
ქეთევან მეფარიძემ სადებიუტო მოთხრობა 2007 წელს, ლიტერატურულ კონკურს „ალუბლობისთვის“ დაწერა და „რიტმული პროზის“ ნომინაციში გაიმარჯვა. 2014 წელს სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსზე „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი ადგილი დაიმსახურა. 2015 წელს კი ბათუმში გამართული ლიტერატურული ფესტივალის – „ინსომნიას“ ფინალისტი გახდა. სწორედ ამ კონკურსებისთვის შექმნილ მოთხრობებს აერთიანებს მისი სადებიუტო წიგნი.
„მეზობლად“ დებიუტანტი ავტორის ექსტრავაგანტურ მოთხრობებს აერთიანებს. გამოგონილ ქალაქებსა თუ კუნძულებზე ცხადსა და სიზმარს შორის ზღვარი წაშლილია, ვნებისაღმძვრელ პასაჟებს მჟავე ფორთოხლის სურნელი ანეიტრალებს, სევდიან ქალთევზებს რთული ხასიათის ბებიები ენაცვლებიან, სკივრში ჩაკეტილი, სიცოცხლეწართმეული გოგონების ისტორიებისა თუ ჩახლართული მეზობლური ურთიერთობების კვანძი ორიგინალურად იხსნება.
წიგნში ტაფად ქცეულ თუ სიკვდილთან მოსაუბრე ქალებსაც აღმოაჩენთ და ყოველდღიურობის რუტინული უდარდელობის დაკარგვის სიმპტომებშიც საფუძვლიანად გაერკვევით. მოსაუბრე ნივთები კი მოვლენებსა და პერსონაჟებს სრულიად მოულოდნელ რაკურსებში წარმოაჩენენ.
ქეთევან მეფარიძემ სადებიუტო მოთხრობა 2007 წელს, ლიტერატურულ კონკურს „ალუბლობისთვის“ დაწერა და „რიტმული პროზის“ ნომინაციში გაიმარჯვა.
2014 წელს სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსზე „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი ადგილი დაიმსახურა.
2015 წელს კი ბათუმში გამართული ლიტერატურული ფესტივალის – „ინსომნიას“ ფინალისტი გახდა.
სწორედ ამ კონკურსებისთვის შექმნილ მოთხრობებს აერთიანებს მისი სადებიუტო წიგნი.
იმედი მაქვს, ახალგაზრდა ავტორი მალე გაიჩენს თავის მკითხველს და ორიგინალური სტილით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
(მაკა ლდოკონენის წინასიტყვაობიდან)