| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941310621 |
| გვერდები | 174 |
| ფორმატი | 19/14 |
| გამოცემის თარიღი | 2019 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
„მეწამული პლანეტა მარსი“ ლექსო ქურხულის მოთხრობების პირველი კრებულია. იუმორი მთავარი განწყობა და ხასიათია, რაც კრებულში შესულ მოთხრობებს აერთიანებს. უფრო მეტიც, ის სხვადასხვა ტიპის სამყაროებსაც აერთიანებს – რეალურს და ფანტასტიკურს, წარსულს და თანამედროვეს, ცხადს და სიზმრისეულს. ყველაფერს სინაღდის ნიშანი აქვს – გაუზვიადებელი, გემოვნებიანი და ნამდვილი – ასეთია ლექსო ქურხულის პროზა.
ამ ოსტატობის მთავარი საიდუმლო კი ალბათ ის მოხელთებული ზღვარია, სადაც სიცილი მოულოდნელად სევდაში გადაინაცვლებს. ასეთი სევდის ამოსახსნელად მკითხველს, კრებულთან ერთად, უკვე საკუთარი ცხოვრების გამოცდილებაც სჭირდება...