მეგრული ლექსიკონი

ალიო ქობალია

₾ 35.00

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-421-14-3
გვერდები 748
ფორმატი 20x27
გამოცემის თარიღი 2010
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ალიო ქობალიას „მეგრული ლექსიკონი“ მოიცავს დაახლოებით 90 000 ლექსიკურ ერთეულს და ძირითადად ეფუძნება აფხაზეთსა (შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს, აგრეთვე, მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებულ და გაანალიზებულ კოლხიზმებს, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს. მასში ცალკე ერთეულებად, სიტყვა-სტატიების სახითაა შეტანილი მეგრული ლექსიკისათვის დამახასიათებელი იდიომატური და სხვა ორ – და მეტსიტყვიანი მყარი გამოთქმებიც, მთხრობელთაგან ჩაწერილი და ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი ცნებები, რომელთა საგრძნობი ნაწილი აქამდე არ დაფიქსირებულა, რაც ზრდის მის მნიშვნელობას ქართველური ენებისა და საქართველოს ეთნოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის.