მას ერქვა ვატანაბე

ინა არჩუაშვილი

₾ 5.50 ₾ 8.50 -35%

Rating details · 1 ratings · 2 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941454981
გვერდები 146
ფორმატი 12.5x17
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინა არჩუაშვილის ყველა ნოველა, რომელმაც მის ახალ წიგნში მოიყარა თავი, თითქოს შეთქმულივით ცდილობს, ბოლომდე, ამ კრებულის ბოლო გვერდამდე, არ გაამხილოს ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იწერებოდა. 
 
მაინც რა არის ეს? – დაუმთავრებელი და ბოლომდე ამოუცნობი, ამოუხსნელი ადამიანური ვნებები? იმ წუთას დაუფასებელი, მერე კი მთელი ცხოვრების საფიქრალად ქცეული წამები? ან იქნებ უბრალო ისტორიები, ყოველდღიურად რომ ხდება და გვესმის, მაგრამ მხოლოდ კარგ მწერალს შეუძლია, თვალნათლივ დაგვანახოს და განგვაცდევინოს.
 
ოსტატობასთან ერთად წიგნის მთავარი ღირსება სწორედ სისადავე და ბუნებრიობაა, რომელიც არასდროს ღალატობს ავტორს, მაშინაც კი, როცა ამბებითა და პერსონაჟებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ნოველას: მგზავრის წერილები და სექსის გაკვეთილები – წერს.
 
და კიდევ, კითხვის დროს თითქოს ყოველ სტრიქონში ჩაგესმის ვატანაბეს ჟღრიალა, არავის მსგავსი ხმით: „ცეცხლი დავანთე. განა ეს კარგი არ არის?“
 
 
 

 

ინა არჩუაშვილის ყველა ნოველა, რომელმაც მის ახალ წიგნში მოიყარა თავი, თითქოს შეთქმულივით ცდილობს, ბოლომდე, ამ კრებულის ბოლო გვერდამდე, არ გაამხილოს ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იწერებოდა.
მაინც რა არის ეს? - დაუმთავრებელი და ბოლომდე ამოუცნობი, ამოუხსნელი ადამიანური ვნებები? იმ წუთას დაუფასებელი, მერე კი მთელი ცხოვრების საფიქრალად ქცეული წამები? ან იქნებ უბრალოდ ისტორიები, ყოველდღიურად რომ ხდება და გვესმის, მაგრამ კარგ მწერალს შეუძლია, თვალნათლივ დაგვანახოს და განგვაცდევინოს.
ოსტატობასთან ერთად წიგნის მთავარი ღირსება სწორედ სისადავე და ბუნებრიობაა, რომელიც არასდროს ღალატობს ავტორს, მაშინაც კი, როცა ამბებითა და პერსონაჟებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ნოველას: "მგზავრის წერილები" და "სექსის გაკვეთილები" - წერს.
და კიდევ, კითხვის დროს თითქმის ყოველ სტრიქონში ჩაგვესმის ვატანაბეს ჟღრიალა, არავის მსგავსი ხმით: "ცეცხლი დავანთე, განა ეს კარგი არ არის?"