გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941487446 |
გვერდები | 406 |
ფორმატი | 14X20.5 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
მიკა ალექსიძე (1954-1994) 80-იანელთა ლიტერატურული თაობის ერთ ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, ხოლო მისი ფსიქოლოგიური პროზა, რომელიც სულ რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს, კრიტიკამ გამოჩენისთანავე აღიარა განსაკუთრებულ მოვლენად. ლიტერატურულ პერიოდიკაში („მნათობი", „ლიტერატურული საქართველო") ქვეყნდებოდა ავტორის პოეტური შემოქმედებაც. მისი მოთხრობების ერთადერთი წიგნი პირველად 1985 წელს, განმეორებით კი 1992 წელს, ახალგაზრდა ავტორის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, დაისტამბა. 2017 წელს მიკა ალექსიძის მოთხრობები, მწერალ დათო ბარბაქაძის ინიციატივითა და რედაქტორობით, გერმანიაში გამოიცა და გერმანელი რეცენზენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
წიგნი თავს უყრის უსამართლოდ დავიწყებული ავტორის როგორც გამოქვეყნებულ, ისე მკითხველისთვის
დღემდე უცნობ ნაწარმოებებს.
როგორც შენ იტყვი
₾ 11.00 ₾ 16.95 -35%
ქელეხი-ქორწილი
₾ 11.70 ₾ 17.95 -35%
ბუნკერი
₾ 8.40 ₾ 12.00 -30%