მაწანწალა რასმუსი

ასტრიდ ლინდგრენი

₾ 10.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941309588
გვერდები 216
ფორმატი 14.50/21.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მაწანწალა რასმუსი ერთი უდედმამო ბიჭია, რომელიც ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობს და სულ იმაზე ოცნებობს, როდის ეყოლება მზრუნველი მშობლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უმართლებს. აი, ახლაც ვესტერჰაგაში შვილის ასაყვანად მოსულმა ცოლ-ქმარმა მას ხუჭუჭთმიანი გოგონა ამჯობინა…

ჰოდა, ღამით, როცა ყველას ეძინა, რასმუსი თავშესაფრიდან გაიპარა.

ბიჭუნა მაწანწალა ოსკარს გადაეყარა, რომელიც გარმონზე დაკვრითა და სიმღერით ირჩენდა თავს, და მასთან ერთად დაიწყო ხეტიალი: ხან ღია ცის ქვეშ ეძინათ, ხან – ფარდულში, ხან სად და ხან სად…

წაიკითხეთ ეს შესანიშნავი მოთხრობა პატარა, ობოლ ბიჭუნაზე და გაიგეთ, იპოვის თუ არა ის, ბოლოს და ბოლოს, მზრუნველ მშობლებს.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.