მარტის რამდენიმე თვე

ნინა გომართელი

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941313127
გვერდები 208
ფორმატი 13.5/20
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მარგო უცხო ქვეყანაში გადაწყვეტს ცხოვრებას, სადაც მოხუცის სახლში ოთახს ქირაობს. ბინის მფლობელს, იასუს, მარტოობის ეშინია, ის არაერთხელ მიუტოვებიათ, ამიტომ ცდილობს მდგმურებს სრული კომფორტი შეუქმნას და ზრუნვას არ აკლებს. მარგო და იასუ, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ძალიან გვანან ერთმანეთს – მათ სჭირდებათ კედლებით შემოსაზღვრული სივრცე, სადაც ერთსა და იმავე საგნებისა და ადამიანების გარემოცვაში უყვართ ყოფნა. 
 
რომანის კიდევ ერთი გმირი – მარტი – ამავე სახლის ბინადარია. ის ძალიან გულჩათხრობილია, ძირითად დროს საკუთარ ოთახში ატარებს და ღამღამობით სადღაც უჩინარდება. 
 
ამ სახლში ცხოვრობს იუკიც, რომლის შესახებაც მარგოს ბევრი სმენია, ოთახებში მიმობნეულ მის ნივთებსაც აწყდება, მაგრამ თავად იუკი ჯერ არ უნახავს. სწორედ ეს აღძრავს მასში უკიდურეს სურვილს – გაიცნოს ის. და მარგო თავის წარმოსახვაში იუკისგან მომხიბლავ არსებას ქმნის.
 
ნინა გომართელის სადებიუტო წიგნის პერსონაჟები სხვადასხვა სახით განიცდიან ამა თუ იმ ადამიანის არყოფნას, რომლებმაც ისინი უსიტყვოდ მიატოვეს, ან კვლავ არსებობენ მათ ცხოვრებაში, თუმცა ემოციურად მიუწვდომელნი არიან.


ფიჭვები უდაბნოში

მაკა ჯოხაძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · ratings · reviews