| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941318740 |
| გვერდები | 120 |
| ფორმატი | 16.5×23.0 |
| გამოცემის თარიღი | 2025 |
| ყდა | მაგარი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
დაიბადა 1927 წლის 6 მარტს, კოლუმბიის პატარა სოფელ არაკატაკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, სადაც დედის მშობლებმა გაზარდეს. 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, თავისი პირველი მოთხრობა „მესამედ შეგუება“, 20 წლის ასაკში დაწერა, მომდევნო წელს კი ჟურნალისტობას მიჰყო ხელი და „საბეჭდი მანქანის ხიბლით მოჯადოებული“, ნახევარი საუკუნე ემსახურა ამ ორ პროფესიას. მისი პირველი რომანი „ფოთოლცვენა“ 1955 წელს დაიბეჭდა. დეკადის ბოლო წლები მან ჟურნალისტის რანგში, პარიზში, რომში, კარაკასში ბარანკიიაში, ბოგოტაში, ჰავანასა და ნიუ იორკში გაატარა, სანამ, 1961 წელს, მეხიკოში არ ჩაუშვა ღუზა, რომელიც მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა.
იმ წლებში გამოაქვეყნა „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ და მოთხრობების კრებული „მამა გრანდეს დაკრძალვა“. გაჭირვების წლებისა და სამსახურებრივი პრობლემების შემდეგ, „მარტოობის ასმა წელიწადმა“ (1967) მსოფლიო აღიარება მოუტანა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. თხრობის მისეულმა მანერამ მარკესი მილიონობით ადამიანის საყვარელ მწერლად აქცია. 1975სა და 1985 წლებს შორის მან გამოაქვეყნა „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „სიყვარული ჟამიანობის დროს“. სამი რომანი, რომელთა სიუჟეტები დიდი ხნით ადრე მოიხარშა მის გონებაში. პუბლიცისტური ნაწარმოებებიდან გამორჩეულია „საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ნაამბობი“. მისი სხვა სტატიები პუბლიცისტურ ხუთტომეულშია თავმოყრილი. ორმოცდაერთი მოთხრობა, რომელიც მან ოთხ წიგნში მოაქცია, ახლა ერთ გამოცემაშია შესული სათაურით „ყველა მოთხრობა“. 2002 წელს მწერალმა მოგონებების პირველი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“. მაგიური რეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ამტკიცებდა ჩემს ნაწარმოებებში ერთი სტრიქონიც არ არის რეალური ამბავი რომ არ ედოს საფუძვლადო. გარსია მარკესი 2014 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა მეხიკოში.