მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე

შორენა ლებანიძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · 1 ratings · 2 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487415
გვერდები 226
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ ნაწარმოების მთავარი გმირის ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს.
 
სინამდვილის მხატვრული გააზრება, პერსონაჟების ფსიქოლოგიის წვდომა და მძაფრი, სულისშემძვრელი ისტორიების სიუჟეტური განვითარება ავტორს საშუალებას აძლევს, მკითხველი 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური რეალობის უშუალო თვითმხილველად აქციოს. თუმცა გასული საუკუნის მიწურულის სამხედრო-პოლიტიკური პროცესები მხოლოდ ფონად გასდევს წიგნში მოთხრობილ ამბავს.
 
ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სვანური სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.
 
დოკუმენტური რომანის რამდენიმე პერსონაჟის ვინაობა, გარკვეული მიზეზების გამო, შეცვლილია.