„ჯაყოს ხიზნები“ – პერსონაჟთა პროტოტიპები

მაია ცერცვაძე

₾ 7.61 ₾ 8.95 -15%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513589
გვერდები 80
ფორმატი 13,5 x 19
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნები“ შესწავლის  გზაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად მეტად საყურადღებო და აქტუალურია რომანის პროტაგონისტთა – ჯაყო ჯივაშვილის, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგო ყაფლანიშვილის – პროტოტიპთა იდენტიფიკაციისა და მხატვრულ სახე-პერსონაჟებად მათი ჩამოყალიბების საკითხი, რაც პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი წარმოდგენილ ნაშრომში.

კვლევის შედეგად წარმოჩენილია რომანის  პერსონაჟების პროტოტიპთა მრავალსახეობა და ბიოგრაფიული მასალა, გარკვეულია ინსპირაციის  წყაროები და  შემოქმედებითი იმპულსები, მწერლური ფანტაზიითა და მხატვრული მიზანდასახულობით გარდაქმნის შემდეგ ხელი რომ შეუწყო „ჯაყოს ხიზნების“ პროტაგონისტთა დაბადებას; ასევე  რომელ პირებს, რა ფაქტებსა და  მოვლენებს უდევთ წილი მათი საბოლოო, სიმბოლური დატვირთვის მქონე მხატვრულ სახე-პერსონაჟთა სინთეზსა და გენეზისში.