მათემატიკა – ამოცანათა კრებული და სასწავლო მასალა მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის
₾ 21.00 ₾ 30.00 -30%
Share on Facebook| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941317972 |
| გვერდები | 408 |
| ფორმატი | A4 |
| გამოცემის თარიღი | 2024 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
კრებული გამიზნულია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის და მათემატიკის მასწავლებლებისთვის. წიგნში წარმოდგენილი სასწავლო მასალით, ამოცანების ამოხსნით, მოსწავლეები გაიმეორებენ და გაიღრმავებენ ცოდნას, შეამოწმებენ საკუთარი ცოდნის დონეს, მოემზადებიან გამოცდებისთვის; მასწავლებლები კი კრებულს გამოიყენებენ მათემატიკის სწავლების, შემაჯამებელი წერების ჩატარებისა და მიღებული შედეგების უკეთ შეფასების მიზნით; ასევე, კრებული დაეხმარებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ქართულ და უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან.
კრებული განსხვავდება სხვა სახელმძღვანელოებისგან; მოიცავს მრავალფეროვან მასალას, ახალ საკითხებს: ლოგიკიდან, სიმრავლეთა თეორიიდან, რიცხვთა თეორიიდან, ვექტორული ანალიზიდან, ალბათობის თეორიიდან და სტატისტიკიდან. ასევე, ითვალისწინებს სხვა ტრადიციულ თემებსაც: ფუნქციები, კოორდინატთა მეთოდი, ფუნქციათა თვისებების გამოყენება, სხვადასხვა ლოგარითმული, მაჩვენებლიანი, ტრიგონომეტრიული განტოლებები და უტოლობები.