სიმშვიდის იმიტაცია

ლიკა ჭელიძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314193
გვერდები 100
ფორმატი 12/17
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

  • რედაქტორები: მაია მიქაია, ნატო გორდელაძე

„ლიკა ჭელიძის „სიმშვიდის იმიტაცია“ ძალზე შთამბეჭდავი მინირომანია. ტექსტი კი შთაბეჭდილებას უპირველესად იმით ახდენს, რომ ავტორს არ ეშინია, იყოს სერიოზული ჩვენს ყოვლად არასერიოზულ ეპოქაში. ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნიშანი ხომ ისიცაა, რომ სენტიმანტალიზმის დამტვერილ აბლაბუდაში გახვევის შიშით, სერიოზულ გრძნობებზე სერიოზულად წერას ვერიდებით და ვცდილობთ, ამ ყველაფერზე სარკაზმით თუ არა, ირონიით მაინც ვისაუბროთ, თითქოს ვებოდიშებოდეთ მკითხველს: უი, არა! სინამდვილეში სულაც არ განგვიცდია ის, რაც განვიცადეთ! ნერვი სადღა შეგვრჩა, რომ ახლა ჩვენს დაწერილ თხზულებებში იგრძნოთ იმისი ფართქალი?!


ლიკა ჭელიძე ამის საპირისპიროდ იქცევა და თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ თავისი ცხოვრების მთავარ წიგნს წერს და ამ წიგნის ავტორს სულაც არ ეშინია ნაოჭების, რადგან ერთადერთ კატასაც კი, თავად წიგნის დასაწერად გაქცეული, მეზობელს უტოვებს.


ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა არის თუ არა „სიმშვიდის იმიტაცია“ ლიკა ჭელიძის მართლაც ცხოვრების წიგნი. უფრო მეჩვენება რომ ამ წიგნში ჯერ მხოლოდ იწყება ის მთავარი მოტივები, რაც შემდეგ მართლა დიდ ნაწარმოებში უნდა გადამუშავდეს საბოლოო ფორმის მიცემამდე.


ის კი არა, წიგნის ჟანრის განსაზღვრაც ძნელია, რადგან ეს გამორჩეული თხზულება, რომელიც ამ მცირე ოპუსის დასაწყისში მინირომანად მოვიხსენიე, სინამდვილეში, პატარ-პატარა ესკიზებისა და ჩანაწერების, მშვენიერი ნოველებისა და მოთხრობების კრებულია, ოღონდ რახან ამ ყველაფერს კრავს მკაფიოდ გამოკვეთილი იდეურ-ემოციური ხერხემალი, მთელი ტექსტი ურღვევ მთლიანობად აღიქმება და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩანაწერიდან ჩანაწერში გადადის ერთი და იგივე თემა, მოტივი თუ საფიქრალი.


ყოველ შემთხვევაში, ამ წიგნით ლიკა ჭელიძე უკვე მხატვრული ფსიქოლოგიზმის ნამდვილ ოსტატად გვევლინება და ხშირად ყოვლად ბანალურ ცხოვრებისეულ განცდებსა და სიტუაციებშიც კი ახერხებს მწერალი, სრულიად ახლებურად განგვაცდევინოს ეს შეგრძნებები და დაგვანახოს აღნიშნული სიტუაციები.


ეს კი იმის გამო ხდება, რომ, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, მას არც განცდებისა ეშინია და არც ამ განცდათა გამო გაჩენილი ნაოჭების.


სხვათა შორის არც იმისა, რომ ეს ნაოჭების არად ჩაგდება, საკუთარი ნაოჭების არშეშინება სულ სხვა ეპოქისა და ხელოვნების სხვა სფეროს, სხვა ქვეყნის ყველაზე კაშკაშა ქალბატონსაც გაგვახსენებს - ანა მანიანის, რომელიც ასევე არ მალავდა თავის ნაოჭებს, რადგან ძალიან ძვირად, მთელ ცხოვრებად უღირდა ისინი.


და იქნებ, არც მწერლის ეს მინიშნება იყოს შემთხვევითი.


ლიკა ჭელიძის ამ წიგნში აშკარად არის რაღაც მანიანსეული თუ იტალიური კინოს კრიტიკული რეალიზმისათვის დამახასიათებელი. მე უკვე ვიცი, რაც: სინამდვილისა და პერსონაჟების, საერთოდ, ადამიანებისა და გარემოს დიდი სიყვარული“, – გიორგი ლობჟანიძე





მიწა

ოთარ ჩხეიძე

₾ 2.50 ₾ 4.95 -49%

Rating details · ratings · reviews