გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941315213 |
გვერდები | 176 |
ფორმატი | 14.50/18 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
პოეტი, მულტიმედია-არტისტი. პერფორმერი გიორგი ბუნდოვანი
(მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია}
გიორგი ბუნდოვანი 90-იანელების სახელით ცნობილი, თბილისური სალიტერატურო და არტ-თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ძირითადად მუშაობდა და მუშაობს „სახელოვნებო ანდერგრაუნდში“ 1990 წლიდან დღემდე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უაშრავი გახმაურებული ლიტერატურული საღამო-პრეზენტაციის, სხვადასხვა არტ-აქციისა და პერფორმანსის ავტორი, თანამონაწილე და ორგანიზატორია. მათ შორის გამორჩეულია დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები. გასტრონომია და სიყვარული, ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ანარქიული. გიჟური. რომანტიკული პოეზიის საღამო კიბე და სხვ.
გიორგი ბუნდოვანის ავტორობითა და თანაავტორობით 1991-2018 წლებში გამოიცა 6 პოეტური კრებული
„ქრონოფაგები“ (ქართველ პოეტთა ორდენი) – 1991 წ.
„ანომალიური პოეზია“ - 1993 წ. - 2003 წ
„სიწყნარის დაკანონება“ — 2003 წ
„ათვლის წერტილი“ - 2004 წ.
„ანტიყოფის მანიფესტი“ – 2009 წ.
„სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის“ – 2018 წ.
1990 წელს გიორგი ბუნდოვანი იყო ქართველ პოეტთა ორდენ „ქრონოფაგების“ თანადამფუძნებელი და მაგისტრის მოადგილე. 1987-1992 წლებში იყო დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის, ტერენტი გრანელის პირველი საფლავის მცველი, შემდგომში შემნარჩუნებელი და იმავე ადგილზე მემორიალური ქვის დამდგმელი.
90-იანი წლების პირველ ნახევარში. პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად „ალტერნატიული კულტურის ლაბორატორია” ჩამოაყალიბა. 1993 წელს პოეტური საძმო „ანომალისტი პოეტების“ თანაავტორი და თანადამფუძნებელია 90-იანი წლების მიწურულს კი გახლდათ „მარგო კორობლიოვას სახელობის პერფორმანსის თეატრის" აქტიური წევრი და აღმასრულებელი დირექტორი; 2006-2012 წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მულტი–მედია არტ-ჯგუფ „სტიგმატს“.