გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313912 |
გვერდები | 200 |
ფორმატი | 13.50/20 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
კინო „ყაზბეგი“
„კინო „ყაზბეგი“ პოეტის მხატვრულად მოთხრობილ ნამდვილ ამბებს აერთიანებს. სამოცდაათამდე ნოველა მკითხველს თბილისსა და სხვა ადგილებში ამოგზაურებს. იქ, სადაც დროის დინებამ ყველაფერი შეცვალა ან საერთოდ გააქრო, მაგრამ მეხსიერებამ შეინარჩუნა და ჩანაწერებში გააცოცხლა. მინიატურული ჟანრი თხრობას თავისებურ დინამიურობასა და მრავალფეროვნებას მატებს.
შევხვდებით საინტერესო, განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი ცხოვრებითა და ურთიერთობის გამორჩეული უნარით, თბილისის დაუვიწყარი სახე შექმნეს და ქალაქსაც სული შთაბერეს. კოლორიტები, სხვანაირი სითბო და ელფერი რომ დაუტოვეს ქალაქს, რომლის შეგრძნებაც მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ გვახსოვდეს.